ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2018 წლის 17 აპრილს ააიპ - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასა და შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და პროფესიულ სტუდენტთა პრაქტიკული მეცადინეობის ხელშეწყობის შესახებ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტის ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისა და პრაქტიკული საქმიანობის ერთობლიობა, როგორც მიღებული და ათვისებული ცოდნის სრულყოფა-განმტკიცების ძირითადი საფუძველი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროფესიული სტუდენტებისათვის პრაქტიკული სწავლების უზრუნველყოფა განხორციელდება ბათუმის საბავშვო ბაღებში, ასევე აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმებაში ხელშეწყობა.
2018 წლის 13 აპრილს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის პროფესიულმა სტუდენტებმა.
ვაკანსია ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში
ცხადდება ვაკანსია აღმზრდელის მოდულური პროგრამის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებლების პოზიციებზე;
მოთხოვნებია:
პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
სასწავლებელში სააღდგომო არდადეგებია 5 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით.
სასწავლო პროცესი განახლდება სამშაბათს 10 აპრილს.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.
სასწავლებელში ჯანდაცვის მიმართულების სპეციალობის სტუდენტთა აქტივობით ჩატარდა ღონისძიება, რომლის მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, დაუნის სინდრომზე ინფორმაციის მიწოდება, მათი უფლებების დაცვა და მხარდაჭერა. ღონისძიებას ესწრებოდა ექიმი ირმა ჩოთრაძე, რომელმაც სრულყოფილად გასცა პასუხი პროფესიულ სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
„დედა არის სიყვარული, სიცოცხლე და ერთგულება“ - ასეთი სლოგანით გაიმართა საღამო ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებეში, რომელიც მიეძღვნა გაზაფხულის ლამაზ დღესასწაულებს. სტუდენტებმა წაიკითხეს ქართველი და უცხოელი პოეტების ლექსები გაზაფხულზე, დედაზე და ქალზე. ნიჭიერმა სტუდენტებმა ანრი ბერიძემ და ირაკლი ბერიძემ საკუთარი ლექსები მიუძღვნეს მანდილოსნებს. ღონისძიებაზე სტუდენტებმა განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გამოხატეს ემიგრანტი დედების მიმართ.
პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
საახალწლო არდადეგები იწყება 30 დეკემბერს. სასწავლო პროცესი განახლდება
2018 წლის 8 იანვარს.
29 დეკემბერს სასწავლებელში სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო საახალწლო კარნავალი.
28 დეკემბერს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოხდა სასწავლებელში ჩატარებული მუშაობის შეჯამება. გამოიკვეთა სასწავლებლის ძლიერი და სუსტი მხარეები. დადებითად შეფასდა ღია მეცადინეობათა კვირეული, პროფესიულმა მასწავლებლებმა დააფიქსირეს მათი პოზიციები. წინასაახალწლოდ სასწავლებლის ადმინისტრაციამ სხავდასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ თანამშრომლებს სიგელები გადასცა, ტკბილეული კი ყველას ერგო.
11-18 დეკემბერს სასწავლებელში ჯანდაცვის მიმართულების სპეციალობებზე ჩატარდა ღია მეცადინეობათა კვირეული.