23 დეკემბერს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ადმინისტრაციული პერსონალისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
შეხვედრაზე შეჯამებული იქნა სასწავლებლის 2020 წლის შედეგები. პროფესიული პროგრამების მენეჯერმა ი. ხალვაშმა ისაუბრა პროფესიული საგანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სწავლების ონლაინ რეჟიმში არსებულ გამოწვევებზე, არსებული ხარვეზებისა და მისი გასწორების შესაბამის აქტივობებზე. წარმოდგენილი იქნა სასწავლებლის SWOT ანალიზი, რომლის შემდეგ მოუწოდა სასწავლებლის პერსონალს გუნდური მუშაობის პრინციპით იქნას შემუშავებული სასწავლებლის 2021 წლის სამოქმედო გეგმა.
სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა მ. ხაბაძემ ისაუბრა გაწეული მუშაობის შესახებ, ყურადღება გაამახვილა სასწავლებელში ვერიფიკაციის პროცესის გაძლიერებაზე.
მენეჯერმა ი. ხალვაშმა პერსონალს გააცნო ის აქტუალური ინფორმაცია, რაც მოსმენილი იქნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან წლის შემაჯამებელ ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე. მათ შორის ცენტრალიზებულად შემუშავებული შეფასების ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რომელთა გამ ოყენებაც მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტთა შეფასების ხარისხს.
შეხვედრაზე პერსონალთა მხრიდან გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. მათი ინიციატივით დაიგეგმა 2021 წელს განსახორციელებელი აქტივობები.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2020 წლის 14 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში სასწავლო პროცესი განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის 2020 წლის 11 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად.
2020 წლის 2 სექტემბერს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში შედგა შიდა მონიტორინგის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. სასწავლებელში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა მოისმინა კრიტიკული მეგობრების ჯგუფისაგან ინფორმაცია, შეხვედრაზე გამოითქვა კრიტიკული შენიშვნები, გაკეთდა გარკვეული მითითებები კრიტიკული ჯგუფის წევრთა უფლება-მოვალეობასა და დოკუმენტაციის სწორად წარმოებაზე.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში სასწავლო პროცესი განახლდება 2020 წლის 6 ივლისიდან .
11 ივნისს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელში დირექტორის ამირან ტაკიძის ხელმძღვანელობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა სასწავლებლის უსაფრთხოების სამსახურის სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს სასწავლო გარემოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისად ადმინისტრაციულ პერსონალს მიეცა გარკვეული დავალებები კოლეჯში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად.
30 მარტიდან ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში გარკვეული მიზეზების გამო დისტანციური სწავლება შეჩერებულია. კოლეჯში სწავლა განახლდება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობასა და მშვიდობას.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდება. კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისათვის 16 მარტიდან 1 აპრილამდე სასწავლო პროცესი განხორციელდება დისტანციური სწავლების ფორმატით.
საქართველოში ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. კოლეჯში სასწავლო პროცესი განახლდება 16 მარტს.
28 თებერვალს სასწავლებელში ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ექთნის უშუალო მონაწილეობით ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით განხორციელდა პროფესიულ სტუდენტთა ინფორმირება. მათთვის განმარტებული იქნა, რომ მოერიდონ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით დაავადებულებთან კონტაქტს, დაიცვან ჰიგიენის წესები. ასევე გაცნობილი იქნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები:
* მოერიდეთ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით დაავადებულებთან კონტაქტს. დაიბანეთ ხელები ხშირად, ხოლო თუ დაბანის საშუალება არ გაქვთ, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარები.
* განსაკუთრებულად დაიცავით ჰიგიენის ეს წესი აეროპორტებში.
* არ გამოიყენოთ დაავადებული ადამინის პირადი ნივთები;
* მოერიდეთ გარეულ ცხოვრელებთან, ფერმებთან კონტაქტს.
* არ მიირთვათ თერმულად არასათანადოდ დამუშავებული ნებისმიერი ხოცრი.
* აუციელბელია სასუნთქი გზების მწვავე ინფექციით დაავადებული ადამიანის იზოლირება;
* იმ შემთხვევაში კი თუ სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია გამოგივლინდათ, აუციელბელია ექიმთან ვიზიტი.
10 იანვარს სასწავლებელში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: ადმინისტრაციული პერსონალი, პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. სასწავლებლის დირექტორმა ამირან ტაკიძემ ვრცლად ისაუბრა 2020 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შემუშავებული იქნა გუნდური პრინციპით. ასევე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ სასწავლებლის მიერ უზრუნველყოფილი იქნას შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური კადრების მომზადება, რისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს დაწესებულების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სისტემატიური სრულყოფა სტანდარტების შესაბამისად; პროფესიული პროგრამების მენეჯერმა ი. ხალვაშმა ისაუბრა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების უკეთ განხორციელებასა და განვითარებაზე. ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობის გაძლიერებაზე.