7.12.2012

მეცადინეობას ესწრებოდნენ კოლეჯის აკადემიური პერსონალი, დამწყები პროფესიული მასწავლებლები. სტუდენტებმა გამოავლინეს არა მარტო თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარ–ჩვევები ტექნოლოგიაში. მათ გვიჩვენეს თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიურად სწორად მომზადდეს სამკურნალო მცენარეული ნედლეულიდან ესა თუ ის ფიტოპრეპარატი. მეცადინეობის მსვლელობისას მომზადდა ევკალიპტის ზეთი, სალბის ნაყენი. სტუდენტებმა ისაუბრეს ყველა იმ საწარმოო წესებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს წამლის სწორად მოსამზადებლად, რათა საბოლოო პროდუქტი იყოს ეფექტური და სასარგებლო. მეცადინეობაზე აქტიურობდა სტუდენტთა უმრავლესობა და მიზნობრივად იყო გამოყენებული ტექნიკური აპარატურა. დამსწრეთაგან მაღალი შეფასება მიიღო მზია ბაკურიძის მიერ ჩატარებულმა მეცადინეობამ.