16.04.2014

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის სამედიცინო  დაწესებულებებთან

პრაქტიკოსი  ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად და კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  ბათუმის  სამედიცინო დაწესებულებებთან. პარტნიორი ორგანიზაციის  ხელმძღვანელობა დაინტერესებული  თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური ექთნების მომზადებით და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში.  

შპს  „ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის  რესპუბლიკური ცენტრი”;

სს "ჩემი ოჯახის კლინიკა" - ბათუმის რეფერალური საავადმყოფო ;

შპს   ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური  კლინიკური საავადმყოფო”;

შპს   ,,ქ. ბათუმის №1 პოლიკლინიკა”;

შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”;

შპს ,,აჭარის ა/რ ონკოლოგიური ცენტრი".