25.12.2014

სტუმრად ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში

  ადამიანები, რომლებიც არიან ყველაზე თბილები,  ყველაზე ტკბილები და სასიამოვნოები... მოხუცის ღიმილი, მისი თბილი ხელები და ტკბილი სიტყვები, ხალისიანი და ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის იმედის მომცემი სახეები არიან -ამ სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი საქველმოქმედო ღონისძიება , რომელიც  შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა ჩაატარეს სათნოების სავანეში, საკუთარი ლექსებითა და მხიარული განწყობით მოეფერენ ხანდაზმულებს, საერთო მხიარულებაში  მონაწილეობა მიიღეს სტუდენტების შვილებმაც - წარმოთქვეს ლექსები.