16.02.15


გამოყენება: პრეპარატი ,,სიყვარულიგამოიყენება სიცოცხლის გასახანგრძლივებლად,  ყოველი წუთისა და წამის გასალამაზებლად, ლაღი და ბედნიერი ოჯახური იდილიის დამყარებისათვის.
უკუჩვენება: დაბნეულობა, გულისაჩქარება, უძილობა, ეჭვიანობა, დროის შეგრძნების დაკარგვა.
გვერდითი მოვლენები: აზიანებს ნერვულ სისტემას, ვნებს გულს და გიჩენს მარტოობის განცდას.
დოზირება:  პრეპარატი ,,სიყვარული“  მიიღება განუსაზღვრელი დოზით სიცოცხლის ბოლომდე.
შენახვის პირობები: შეინახეთ გულთან ახლოს, თბილ გარემოში!
ასეთი განმარტება გააკეთეს ფარმაცევტის თანაშემწის მე-5  საფეხურის სტუდენტებმა სიყვარულთან დაკავშირებით მოწყობილ

 ღონისძიებაზე. სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები და მათ შორის საკუთარი -ნანა უგულავამ და თამარ ჩხიკვაძემ. ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა მოწვეული კომპოზიტორისა და მომღერლის  ვაჟა   ტუღუშის  სიმღერებმა.