16.04.2015

სტუმრადპანსიონში


ბათუმთან ახლოს, სოფელ ფერიაში არის სიკეთითა და სათნოებით სავსე, თბილი სახლი, რომელსაც წმინდა მატათა მოციქულის სახელობის პანსიონი ჰქვია. აქ აღიზარდნენ ანა, თემური, ნიკა და ნონა, რომლებიც ამჟამად შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტშიმათ მიერ არჩეულ პროფესიებს ეუფლებიან. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასწავლებლის ადმინისტრაციის

 წარმომადგენლები და სტუდენტები სტუმრად იმყოფებოდნენ იმ გარემოში, სადაც სხვადასხვა ასაკის ასამდე მოზარდი დიდი მზრუნველობითა და უფლის სიყვარულით იზრდებიან, ღებულობენ განათლებას, სწავლობენ ხელსაქმეს, ხატწერას, გაერთიანებულები არიან სხვადასხვა წრეებში. შეუფასებელია დედაო სიდონიას შრომა და მზრუნველობა, რასაც იგი პანსიონის პერსონალთან ერთად დიდი სიყვარულით აკეთებს მზრუნველობა მოკლებული მოზარდებისათვის. იქ ნანახმა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, ზღვა სითბო და სიყვარული ტრიალებდა ლამაზი ფერებით მოხატულ ,,დიდ ოჯახში“.