15.05.2015

სტუდენტთა კონფერენცია

შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტშიმიმდინარე წლის 13-14 მაისს ჩატარდა სტუდენტთა კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის მიმართულების - პრაქტიკოსი ექთნისა და ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის, კბილის ტექნიკოსის მესამე და მეოთხე საფეხურის, ასევე ფარმაცევტული პრეპარატების წარმოებისს პეციალისტის მესამე საფეხურის პროფესიულმა სტუდენტებმა. სულ წარმოდგენილი იყო 13 თემა. კონფერენციაში აქტიურად ჩართული იყო პროფესიული მასწავლებლებიც, რომლებმაც სტუდენტებს გაუწიეს ხელმძღვანელობა საკონფერენციო თემატიკის შერჩევაში და მომზადებაში. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეფასდა სპეციალური კომისიის მიერ და გამოიკვეთა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: აქტუალური თემა, საუკეთესო თემა, შემოქმედებითი თემა, მრავალმხრივ საინტერესო თემა და ნაშრომი - საინტერესო კვლევა. წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ სიგელებით დაფასიანი საჩუქრებით.