10.06.2015

ღია კარის დღე 

  9 ივნისს ,,ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“  ჩატარდა ღია კარის დღე,  სასწავლებელში სტუმრად იმყოფებოდნენ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასელები ხელმძღვანელებთან ერთად. ახალგაზრდები გაეცნენ სასწავლებლის ბაზას - კაბინეტ-ლაბორატორიებს,  ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზში მათთვის წარმოდგნილი იქნა პრეზენტაცია სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის შესახებ. დირექციის  წარმომადგენლებმა  ახალგაზრდებს გააცნეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებები, ასევე ჩარიცხვისა და სწავლის პირობები. მოსწავლეების მხრიდან გამოიხატა დაინტერესება სხვადასხვა პროგრამის მიმართ, დიალოგი გაგრძელდა  კითხვა-პასუხის  რეჟიმში.