21.03.2016

„სიყვარული სიცოცხლით იწყება“

      ასე უწოდეს გაზაფხულის ერთ ლამაზ საღამოს ,,ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ ფარმაციის ფაკულტეტის  სტუდენტებმა.

      საღამო ეძღვნებოდა გაზაფხულის დღესასწაულებს, რომლებიც ასოცირდება  სიყვარულთან,      ქალთან       და დედასთან.      სტუდენტებმა საღამო  გაალამაზეს   ლექსებით, სიმღერებით, შესრულდა თანამედროვე და ქართული სიმღერები და ცეკვები, გაიმართა ვიქტორინა,  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით. ღონისძიებაში აქტიურად ჩართული იყვნენ როგორც სტუდენტები, ასევე ლექტორ-მასწავლებლები.

       საღამოზე სიტყვით გამოვიდა პროფესიული პროგრამების მენეჯერი ქალბატონი იზო ხალვაში, რომელმაც გულთბილად მიულოცა ყველა ქალ მასწავლებელს, სტუდენტებს გაზაფხულის ყველა ლამაზი  დღესასწაული. სასწავლების წარჩინებული  სტუდენტები დაჯილდოვდნენ სიგელებით. საღამომ ჩაიარა თბილ და მხიარულ ატმოსფეროში.