25.03.2016

   24 მარტს ,,ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებმა გამართეს ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ტუბერკულოზით დაავადებულთა საერთაშორისო დღეს და ასევე დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშთა საერთაშორისო დღეს.   „მზის შვილები“ - ასე ეძახიან  დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს. სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები და ვრცლად ისაუბრეს აღნიშნულ თემატიკაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასწავლებლის სტუდენტები, მასწავლებლები და ექიმი-სპეციალისტები. მათ  ვრცლად და ამომწურავად  ისაუბრეს აღნიშნულ დაავადებებზე.