24.05.2016

სტუდენტთა კონფერენცია - 2016 შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში“ 24 მაისს ჩატარდა სტუდენტთა კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკოსი ექთნის, ფარმაცევტის თანაშემწისა და ოფისის მენეჯერის პროგრამების პროფესიულმა სტუდენტებმა. სულ წარმოდგენილი იყო 9 თემა. კონფერენციაში აქტიურად ჩართული იყო პროფესიული მასწავლებლებიც, რომლებმაც სტუდენტებს გაუწიეს ხელმძღვანელობა საკონფერენციო თემატიკის შერჩევასა და მომზადებაში. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეფასდა სპეციალური კომისიის მიერ და გამოიკვეთა გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.