22.09.2016

                                                                                                                 შეხვედრა განათლების მინისტრთან
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით შედგა შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან. შეხვედრას ,,ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლიდან“ ესწრებოდა პროფესიული პროგრამების მენეჯერი იზო ხალვაში. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროფესიული განათლების პრობლემები და პერსპექტივები. ასოციაციის წარმომადგენლებმა კერძო კოლეჯების პრობლემებზე ისაუბრეს. მინისტრმა პროფესიული განათლების განვითარების საკუთარი ხედვები წარუდგინა საზოგადოებას, რომ პროფესიული განათლება გახდეს მიმზიდველი, სტუდენტებმა დაუბრკოლებლად შეძლონ სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში. შეძლონ პროფესიულ სასწავლებლებში მიღებული ცოდნის გადატანა უმაღლეში და მოხდეს უმაღლესის მიერ მათი აღიარება. ასევე ვრცლად ისაუბრა კოლეჯების ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულებით.