24.10.2016

                                                            ერთი     დღე    ბოტანიკურ    ბაღში

       ფარმაციის სპეციალობის სტუდენტები სასწავლო პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. სტუდენტები აღფრთოვანებული დარჩნენ იქ ნანახი სილამაზით და სუბტროპიკულ მცენარეთა კოლექციით.შემოდგომის ფერები განსაკუთრებულ სილამაზეს და ხიბლს მატებდა ბუნებას, ირგვლივ ერთმანეთში  ჰარმონიულად ირეოდა ოქროსფერი,წითელი,ყვითელი და სხვა ფერები.

      სტუდენტებმა გულდასმით დაათვალიერეს ბაღის როგორც ზედა,ასევე ქვედა პარკი.  ზედა პარკს განსაკუთრებით ამშვენებდა უნიკალური პანორამული ხედები ზღვის და მთის შერწყმული ფლორით.

ერთი დღე ბოტანიკურ ბაღში სტუდენტებმა გაატარეს მხიარულ, საინტერესო და სასიამოვნო გარემოში.