17.11.2016

   15 ნოემბერს სასაწავლებელში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის ,,რა, სად, როდის?“ ფინალი. მასში მონაწილეობა მიიღო ნახევარფინალში  გამარჯვებულმა - ოფისის მენეჯერის მე-4 საფეხურის და  პრაქტიკოსი ექთნის მე-5 საფეხურის  გუნდებმა.  თამაში იყო საიტერესო, დაძაბული და სახალისო. თამაშის ბოლოს გაიმართა შეჯიბრი გუნდის კაპიტნებს შორის, დაისვა 10-10 ბლიც-შეკითხვა. დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული  - ოფისის მენეჯერის მე-4 საფეხურის გუნდი. მათ გადაეცათ გარდამავალი თასი, სიგელები და ფასიანი საჩუქრები.