20.02.2017

2017 წლის 16 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები ჯაბა გორგილაძე, ნიკა ფუტკარაძე, თორნიკე დუმბაძე, ცნობილი პოეტი ქეთევან გიორგაძე, მწერლები ინგა გოგიბერიძე და რამაზ სურმანიძე.
წიგნის დანიშნულებაზე ისაუბრა ,,ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ სასწავლო დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა გულნარა ბასილაძემ.
ბიბლიოთეკის მიერ გამართულ წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ამ ლამაზ და საინტერესო აქციას ესწრებოდნენ ბათუმის სასაზოგადოების წარმომადგენლები და სასწავლებლებიდან სტუდენტი-ახალგაზრდობა, მათ შორის ჩვენი სასწავლებლიდან ფარმაციისა და პრაქტიკოსი ექთნის მე-5 საფეხურის პროგრამების სტუდენტები.