29.03.2017

28 მარტს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ ცენტრში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დღეს გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდობასთან. სტუდენტებმა მოისმინეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ირაკლი ბარამიძის ლექცია საქართველოსა და ევროპის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ.

   ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ,,ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებმა.