31.05.2017

სტუდენტთა კონფერენცია - 2017

  შპს ,,ბათუმისდამოუკიდებელსასწავლებელში“ 30 მაისსჩატარდაპროფესიულ სტუდენტთაკონფერენცია. პრაქტიკოსიექთნისა და  ფარმაცევტისთანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიული სტუდენტების მიერ წარმოდგენილიიყო11 თემა. სპეციალურიკომისიისმიერწარმოდგენილი თემები შეფასდა შემდეგი  კრიტერიუმების მიხედვით: თემის აქტუალურობა, მასალის ფლობა, ტერმონოლოგიის გამოყენება, თვალსაჩინოებების გამოყენება.  პირველი ადგილი დაიმსახურა  ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის სტუდენტების -  მირანდა თურმანიძისა  და ლანა მამრიკიშვილის მიერ წარმოდგენილმა თემამ „რეცეპტის ინსტიტუტის  როლი საზოგადოებაში და ელექტრონილი რეცეპტის უპირატესობა“. მეორე ადგილი წილად ხვდა საკონფერენციო თემას „ვიტამინები და მათი მნიშვნელობა“, რომელიც მოამზადეს  პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის სტუდენტებმა ლამპარაძე რუსუდან ლამპარაძემ, დიანა გორგოშაძემ  და თამარ  სიჭინავამ. მესამე ადგილზე გავიდა თემა „ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და მათი არამიზნობრივი გამოყენება“, რომელიც წარმოადგინეს  ფარმაცევტის თანაშემწის  მეხუთე საფეხურის სტუდენტებმა მარიამ გობაძემ  და თინათინ ჯევაიშმა. კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის სტუდენტები დაჯილდოვდა სიგელებით, ხოლო გამარჯვებულ სტუდენტებს გარდა სიგელებისა გადაეცათ ფასიანი საჩუქრები. ასევე ფასიანი საჩუქრები გადაეცა პროფესიულ მასწავლებლებს მზევინარ ქათამაძეს, ზაიარა ჯაფარიძეს, სოფო ხუჯაძესა და მანანა ხაბაძეს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკონფერენციო თემატიკის შერჩევასა და მომზადებაში. ბოლოს გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი პროფესიულ სტუდენტებს შორის  და გამოიკვეთა ყველაზე ინტელექტუალური სტუდენტი - თამთა რესულიძე,  რომელსაც გადაეცა ფასიანი საჩუქარი.