22.062017


20 ივნისს საბაჟო საქმის სტუდენტები სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ ,,სარფი“ს საბაჟო გამშვებ პუნქტში, სადაც საწარმოო პრაქტიკას გადიან ჩვენი სასწავლებლის საბაჟო საქმის პროფესიული სტუდენტები. სასწავლო ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან. სტუდენტებმა გამშვები პუნქტი დაათვალიერეს და საზღვრის კვეთის გამარტივებულ პროცედურებს გაეცნენ. საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საგანმანათლებლო ტურის მონაწილეებს გატარებული რეფორმებისა და გეზ-ში არსებული პროცედურების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.
დასასრულს საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელმა მერაბ ვაშაყმაძემ ,,სარფი“-ს სტუდენტებთან ერთად ,,ტკბილი“ მასპინძლობა გაუწია სგპ ,,ბათუმის პორტის“ სტუდენტებს. ეს დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო.