9.03.2018

„დედა არის სიყვარული, სიცოცხლე და ერთგულება“ - ასეთი სლოგანით გაიმართა საღამო ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებეში, რომელიც მიეძღვნა გაზაფხულის ლამაზ დღესასწაულებს.   სტუდენტებმა წაიკითხეს ქართველი და უცხოელი პოეტების ლექსები გაზაფხულზე, დედაზე და ქალზე. ნიჭიერმა სტუდენტებმა ანრი ბერიძემ და ირაკლი ბერიძემ საკუთარი ლექსები მიუძღვნეს მანდილოსნებს. ღონისძიებაზე სტუდენტებმა განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გამოხატეს ემიგრანტი დედების მიმართ.