18.4.2018

                                                                                    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2018 წლის 17 აპრილს ააიპ - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასა და შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და პროფესიულ სტუდენტთა პრაქტიკული მეცადინეობის ხელშეწყობის შესახებ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტის ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისა და პრაქტიკული საქმიანობის ერთობლიობა, როგორც მიღებული და ათვისებული ცოდნის სრულყოფა-განმტკიცების ძირითადი საფუძველი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროფესიული სტუდენტებისათვის პრაქტიკული სწავლების უზრუნველყოფა განხორციელდება ბათუმის საბავშვო ბაღებში, ასევე აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმებაში ხელშეწყობა.