19.05.2018

                                                                                          დასაქმების ფორუმი 2018
18 მაისს ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს “ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018”-ში , რომელიც მოეწყო სასტუმრო ჰილტონში. კომპანიებისათვის და სასწავლებლებისთვის გამოყოფილი იყო გარემო, რომელიც დაინტერესებული პირებისათვის იყო სრული ინფორმაციის მიმცემი სარეკლამო ბუკლეტებითა და თვალსაჩინოებებით. აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მთლიანი ღონისძიების მანძილზე ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში და:
• შეავსონ CV ონლაინ
• ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები
• გამოეხმაურონ ონლაინ - გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე
• მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი
„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ არის წამყვანი დასაქმების სააგენტო საქართველოში, ხოლო მისი საიტი (www.hr.ge) და უკვე საიტების ერთიანი სივრცე (www.cv.ge , www.doctor.ge , www.course.ge, www.chefs.gewww.career.ge , www.Bankers.ge), სადაც განთავსებულია ყველაზე მეტი ვაკანსია ინტერნეტ სივრცეში - ყველაზე მაღალი მაჩვენებლი საქართველოში დასაქმების პორტალებს შორის.