21.05.2018

პროფორიენტაციის მიზნით სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობით განხორციელდა შეხვედრები რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებთან. სასწავლებლის წარმომადგენლებმა სრული ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო პროცესისა და სასწავლებლის შინაგანაწესის შესახებ. პროფორიენტაციის მიზნით ჩატარებულმა შეხვედრებმა გარკვეული დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში, მათ მიერ დასმულ შეკითხვებს გაეცა სრულყოფილი პასუხები.