25.05.2018

მიმდინარე სასწავლო წლის 24-25 მაისს სასწავლებელის სააქტო დარბაზში გაიმართა სტუდენტური კონფერეცია - 2018 , სადაც აქტიურად ჩართული იყო როგორც ჯანდაცვის მიმართულების, ასევე ოფისის მენეჯერის   და საბაჟო წარმომადგენელის მეოთხე საფეხურის პროფესიული სტუდენტები. სულ წარმოდგენილი იყო 13 თემა. საკონფერენციო ნაშრომები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: თემის აქტუალურობა, მასალის ფლობა, ტერმინოლოგიისა და თვალსაჩინოების მიზნობრივად გამოყენება. შეფასების  შედეგად გამოვლინდნენ პირველი, მეორედა მესამე ადგილის მფლობელები, მათ გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები, ასევე თემის ხელმძღვანელ პროფესიულ მასწავლებლებს დირექციის სახელით გამოეცხადათ მადლობა და დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.