ურთიერთანამშრომლობის 7 წელი
22 ივნისს ,,სარფი“სსაბაჟოგამშვებპუნქტში საწარმოო პრაქტიკის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სგპ ,,სარფი“-სხელმძღვანელობა.სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკის ორგანიზებულად და მაღალ დონეზე ჩატარებისათვის კმაყოფილება და მადლიერება გამოხატეს საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელების - მერაბ ვაშაყმაძისა და ნატო ურუშაძის მისამართით. ასევე გამოიკვეთა შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრების აქტიური ჩართულობა და ხელმძღვანელობა საწარმოო პრაქტიკის დროს, მათ სასწავლებლის წარმომადგენელმა იზო ხალვაშმა პროფესიულ სტუდენტთათვის გაწეული შრომისა და თანადგომისათვის სერტიფიკატები გადასცა. სგპ ,,სარფი“-ს უფროსის მოადგილე ნინო სიხარულიძემ კარგი შეფასება მიცა პროფესიულ სტუდენტებს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სათანადო დონეზე ფლობისათვის.
საინტერესო იყო წარჩინებული სტუდენტის რეზო კონცელიძის მიერ გაკეთებული პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა საბაჟოს ისტორიას, ფუნქციას, მნიშვნელობასა და საკუთარ ხედვას.
სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს შორის 7-წლიანი ურთიერთანამშრომლობა პარტნიორებმა და სტუდენტებმა ტკბილად აღნიშნეს.