23.10.18

ექსკურსია იმერეთის რეგიონში

   20 ოქტომბერს სასწავლებლის პროფესიული მასწავლებლებმა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს იმერეთის რეგიონის ღირშესანიშნაობები - წყალტუბოში ,,პრომეთეს მღვიმე“, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი, სათაფლია, ,,მოწამეთა ტაძარი“. ექსკურსია დაგეგმილი იყო გასულ სასწავლო წელს, სტუდენტური თვითმმართველობის მიერ გამოვლენილი საუკეთესო კურსისათვის. შედეგების შეჯამებას ხელმძღვანელობდა ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ხაბაძე, საუკეთესოდ გამოვლინდა ბუღალტრის მე-4 საფეხურის სტუდენტები (კურსის ხელ-ლი ირმა ადეიშვილი).