12.11.2018


აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საჯარო და კერძო პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს ასსპა-ს თავმჯდომარე თამაზ შავაძე და თავმჯდომარის მოადგილეები ასლან ლორთქიფანიძე და თამაზ თურმანიძე შეხვდნენ. სამუშაოზე შეხვედრაზე მოისმინეს ის პრობლემები, რომლებიც კერძო პროფესიულ სასწავლებლებს თავიანთი მუშაობის პროცესში აქვთ.
საქართველოში ინერგება დუალური განათლების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო პრაქტიკაზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიღებას. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა პროფესიული სასწავლებლებისა და კომპანიების ეფექტური კომუნიკაცია, რისთვისაც აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეასრულებს შუამავლის ფუნქციას. აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით პროფესიული სასწავლებლებისა და კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც კოორდინაციას აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა გაუწევს.აღნიშნულ შეხვედრას ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლიდან ესწრებოდა პროფესიული პროგრამების მენეჯერი იზოლდა ხალვაში.