27.11.2018

                                                               სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები-2018
27 ნოემბერს, ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
არჩევნებამდე პროფესიული პროგრამების ცალკეულ ჯგუფში წინასწარ ჩატარდა თვითმმართველობაში წარსადგენი კანდიდატურების ( ჯგუფიდან 2 პროფესიული სტუდენტის ) აღჩევა.
თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევა ჩატარდა ფარული კენჭისყრით. თვითმმართველობის 28 კანდიდატმა დაასახელა 5 პროფესიული სტუდენტი (თვითმმართველობის საბჭო): შაშიკაძე მაშო, ზაქარიაძე ანა, ბერიძე ანრი, კობალაძე მარიამ და ხიმშიაშვილი ანა. დასახელებული კანდიდატებიდან ხმათა უმრავლესობით ( 16 ხმა) თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ანრი ბერიძე.
თვითმმართველობის საბჭოს წევრებზე განისაზღვრა შემდეგი ფუნქციები:
თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე - მაშო შაშიკაძე;
კულტურული ღონისძიებების სექტორის ხელ-ლი - მარიამ კობალაძე;
სპორტული ღონისძიებების სექტორის ხელ-ლი - ანა ხიმშიაშვილი;
საბჭოს მდივანი - ანა ზაქარიაძე.
ხმის დამთვლელთა კომისიაში მონაწილეობდა სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები.