01.12.2018

ვიცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით

       2018 წლის 30 ნოემბერს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ფარმაციის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიულმა სტუდენტებმა ჩაატარეს ღონისძიება სლოგანით: „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“. სტუდენტებმა - ქრისტინა ზოიძემ, ლანა კაკულიამ, თამუნა შაინიძემ, ლიკა მასხულიამ, ლინდა ბერიძემ, ნინო მსხალაძემ და ინგა გოგიტიძემ წარმოადგინეს დღეისათვის აქტუალური თემები ცხოვრების ჯანსაღ წესზე, კერძოდ : “თამბაქო და მისი მავნებლობა“, „ალკოჰოლი და მისი მავნებლობა“, „ნარკოტიკი და მისი მავნებლობა“, „მარიხუანა და მისი მავნებლობა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საწავლებლის პროფესიული სტუდენტები და მასწავლებლები, ბოლოს კითხვა -პასუხის რეჟიმში გაიმართა აზრთა ურთიერთგაცვლა აღნიშნულ თემებთან მიმართებაში.