15.12.2018

პოეზიის საღამო - ,,შემოდგომის ფერები“

     მიმდინარე სასწავლო წლის 14 დეკემბერს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში ჩატარდა კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება - პოეზიის საღამო “შემოდგომის ფერები“. სტუდენტური თვითმმართველობის მიერ მოწვეულნი იყვნენ ახალგაზრდა პოეტები: გენრი დოლიძე, აჩი ბერიძე, სულხან წულუკიძე და ჯაბა გორგილაძე. პოეტებმა სტუდენტებს გააცნეს თავიანთი შემოქმედება, წაიკითხეს ლექსები,   რომელებიც გამთბარი იყო სამშობლოს, ქართველი ერის, მშობლიური კუთხის სიყვარულითა და ღირსეულ ურთიერთობათა პატივისცემით. საღამოზე ასევე საკუთარი ლექსები წაიკითხეს პროფესიულმა სტუდენტებმა: ჟუჟუნა ართმელაძემ (პრაქტიკოსი ექთნის მე-5 საფ.) და სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ ანრი ბერიძემ. საღამომ ჩაიარა თბილ და სასიამოვნო გარემოში.