18.12.2018

          17 დეკემბერს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობა შეიკრიბა სასწავლებელში ინტელექტუალური თამაშის ,,რა, სად, როდის?“ ორგანიზებულად ჩატარებასთან დაკავშირებით. შეკრებას ესწრებოდნენ სტუდენტურ თვითმმართველობასთან ურთიერთობის სამსახურის ხელ-ლი თეიმურაზ ხალვაში და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელ-ლი მანანა ხაბაძე. მათი ხელმძღვანელობით განხილული იქნა საორგანიზაციო საკითხები ინტელექტუალური თამაშის ჩასატარებლად.