21.12.2018

                                                        ტრენინგი თემაზე: „ შრომის უსაფრთხოება“
2018 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ შრომის უსაფრთხოება“ კერძო კოლეჯების ადმინისტრაციისა და მისი ტექნიკური პერსონალისთვის. ტრენერის ბატონი მიხეილ კორძახიას მიერ განხილული იყო საგანგებო სიტუაციების მართვა და სახანძრო უსაფრთხოება დაწესებულებაში. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშო, მათ ცეცხლი ჩააქრეს ცეცხლმაქრების გამოყენებით. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ჩვენი სასწავლებლიდან ტრენინგს ესწრებოდა პროფესიული პროგრამების მენეჯერი იზო ხალვაში.