11.01.2019

10 იანვარს სასწავლებელში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციულ პერსონალთან, რომელსაც ესწრებოდა სასწავლებლის დირექტორი ბატონი ამირან ტაკიძე. თანამშრომელთა თანამონაწილეობით დაკორექტირდა სასწავლებლის მისია. ასევე გუნდური პრინციპით იქნა შემუშავებული სასწავლებლის სტრატეგიული განვითარების (ექვსწლიანი) 2019-2024 წ.წ. და მისგან გამომდინარე 2019 წლის სამოქმედო გეგმები.