05.02.2019

სამუშაო ვიზიტი ბათუმის №3 საბავშვო ბაღში

4 თებერვალს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები აღმზრდელის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ ბათუმის №3 საბავშვო ბაღში. ბაღის დირექტორი ქალბატონი ნანი თედორაძე თავის თანამშრომლებთან ერთად აქტიურადაა ჩართული ამ საქმეში, ეცნობა ჩარჩო დოკუმენტის მოთხოვნებსა და მოდულებს.