26.02.19

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2019 წლის 25 თებერვალს შპს ,,NOVA“-ს და ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საბაჟო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროფესიული სტუდენტებისათვის პრაქტიკული სწავლების უზრუნველყოფა განხორციელდება შპს ,,NOVA“-ს ბაზაზე.