19.03.2019

               ტრენინგი ,,უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესები“

 19 მარტს სასწავლებელში უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების უკეთ გაცნობის მიზნით მოწვეული იყო შპს ,,სახანძრო უსაფრთხოება“-ს წარმომადგენელი მირანდა კვაჭაძე, რომელმაც კოლეჯის თანამშრომლებისათვის ჩაატარა ტრენინგი. მან ვრცლად ისაუბრა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე, ხანძრის შემთხვევაში აუცილებელ ღონისძიებებზე, უპირველესად ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, სახანძრო ინვენტარის სწორად და მიზნობრივად გამოყენებაზე.