30.04.2019

                   პროფესიულ სტუდენტთა შეხვედრა დამსაქმებელთან

   მიმდინარე წლის 23 აპრილს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში გაიმართა შეხვედრა ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიულ სტუდენტებსა და  ფარმაცევტულ კომპანია „გლუკოზა“-ს წარმომადგენელს შორის. შეხვედრისას კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა გიორგი სურმანიძემ პრეზენტაცია გააკეთა კომპანიის შესახებ. მან ისაუბრა შპს “გლოკოზა“-ს დაარსებიდან დღემდე კომპანიის განვითარების შესახებ, კერძოდ აღნიშნა რომ ამჟამად კომპანია მოიცავს ერთ საბითუმო ფარმაცევტულ ბაზას და 3 აფთიაქს. სულ დასაქმებული ჰყავთ 17 ფარმაცევტი. მენეჯერმა ასევე ისაუბრა კომპანიის სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტებზე, გამოთქვა სურვილი ითანამშრომლოს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელთან, უზრუნველყოს ფარმაციის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება ,,გლუკოზა“-ს ბაზაზე და იზრუნოს კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე. შეხვედრის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სასწავლებელსა და კომპანია ,,გლუკოზა“-ს შორის.