30.05.2019

28 მაისს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში ჩატარდა პროფესიულ სტუდენტთა შემოქმედებითი კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო როგორც ჯანდაცვის ასევე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პროფესიულმა სტუდენტებმა. წარმოდგენილი იყო 10 საკონფერენციო თემა. ჟიურიმ საკონფერენციო თემები შეაფასა შემდეგი კრიტერიუმების - თემის აქტუალურობა, მასალის ფლობა, თვალსაჩინოებათა და ტერმინოლოგიის მიზნობრივად გამოყენება. კვალიფიციურმა ჟიურიმ შეაფასა კონფერენცია და საუკეთესოდ ცნო თემა - “გინგკო-ბილობა და მისი გამოყენება მედიცინაში“,    მომხსენებელი-ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების მესამე საფეხურის სტუდენტები:ანა მაკაგენკო და ლონდა კომახიძე,          ხელმძღვანელი - ციური გოგიტიძე.

   სასწავლებლის დირექტორმა ამირან ტაკიძემ კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტი დაჯილდოვდა სიგელით აქტიური მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.