04.06.2019

პირველ ივნისს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი  ქალბატონი ია ერაძე, გამგეობის წევრი ბატონი  გიორგი ბერაია  და ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი  ნათია ხინჩაგაშვილი.  დაათვალიერეს სასწავლებლის მატერიალურ- ტექნიკური ბაზა, შეხვდნენ ადმინისტრაციას და პროგრამის განმახორციელებელ პირებს, ისაუბრეს  განვითარების შესაძლებლობებზე და პროფესიული განათლების განვითარების სამომავლო ხედვებზე. მადლობას ვუხდით ასოციაციას თანადგომისა და გულისხმიერებისათვის.