05.06.2019

პირველ ივნისს სასწავლებელში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრა საექთნო განათლების პროფესიული მოდულების (კლინიკური სწავლება) განმახციელებელ პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და მენტორ-ექთნებთან. მათ დაასრულეს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის (A1 საფეხური) გადამზადების კურსები. კურსების ტრენერებმა ვახტანგ ტაკიძემ და ნათია ქათამაძემ მათ გადასცეს სერტიფიკატები. ამ ღონისძიებას ესწრებოდა საექთნო განალების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი გენადი ხოზრევანიძე, მან კლინიკური მოდულების განმახორციელებელ ექთნებს ესაუბრა ახალი პროგრამის დანერგვის, განხორციელებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების საკითხებთან დაკავშირებით. საინტერესო დიალოგი გაიმართა აღნიშნულ პირებსა და სასწავლებელში სტუმრად მყოფ, სკკა-ს პრეზიდენტ ქალბატონ ია ერაძესა და გამგეობის წევრ გოგა ბერაიას შორის. საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა უახლოეს პერიოდში სხვა პროფესიულ პროგრამებთან ერთად გადის ავტორიზაციას და სასწავლებლის ადმინისტრაცია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ დიდ გამოწვევებს.