09.10.2019

ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოდულური პროგრამების განსახორციელებლად პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის ეტაპობრივად ატარებს ტრენინგებს.  ტრენინგების ციკლი მოიცავს მოდულური სწავლების ძირითად პრინციპებს. საწყის ეტაპზე მასწავლებელთა ჩართულობით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა შეიმუშავა კალენდარული გეგმის ფორმა, ჩატარდა ტრენინგი კალენდარული გეგმის შედგენასთან დაკავშირებით. შემდეგ ტრენინგზე პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის გაცნობილი იქნა სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტები.