14.12.2019

საჯარო ლექცია -

„სამედიცინო ეთიკა და ეტიკეტი - პროფესიულ განათლებას”

2019 წლის 12 დეკემბერი

ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელში სამედიცინო მიმართულების სპეციალობის [ფარმაცია, პრაქტიკოსი ექთანი] სტუდენტებს ფილოსოფიის დოქტორმა ირმა ბაგრატიონმა წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე:

„სამედიცინო ეთიკა და ეტიკეტი - პროფესიულ განათლებას”.

მომხსენებელმა წარმოადგინა შემეცნებით-პოპულისტური ხასიათის პრეზენტაცია პროფესიული საგანმანათლებლო სივრცისათვის ტრადიციულად აქტუალური ისეთი პრობლემების შესახებ, როგორიცაა სამედიცინო პერსონალის ქცევის კოდექსის ძირითადი პრინციპები, მისი პრაქტიკული დანიშნულება და ეთიკური შეფასების კრიტერიუმები.

მან ასევე ისაუბრა სამედიცინო ეთიკისა და ეტიკეტის ურთიერთმიმართების შესახებ და საილუსტრაციოდ განიხილა მედიცინის ისტორიიდან მოყვანილი საინტერესო მაგალითები. საჯარო ლექციის დასასრულს მომხსენებელმა სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.