10.01.2020

       10 იანვარს სასწავლებელში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ:  ადმინისტრაციული პერსონალი, პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.  სასწავლებლის დირექტორმა  ამირან ტაკიძემ ვრცლად ისაუბრა 2020 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შემუშავებული იქნა გუნდური პრინციპით.  ასევე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ  სასწავლებლის მიერ უზრუნველყოფილი იქნას  შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური კადრების მომზადება, რისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს დაწესებულების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სისტემატიური სრულყოფა სტანდარტების შესაბამისად; პროფესიული პროგრამების მენეჯერმა ი. ხალვაშმა ისაუბრა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების უკეთ განხორციელებასა და განვითარებაზე. ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობის გაძლიერებაზე.