24.12.2020

23 დეკემბერს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ადმინისტრაციული პერსონალისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
შეხვედრაზე შეჯამებული იქნა სასწავლებლის 2020 წლის შედეგები. პროფესიული პროგრამების მენეჯერმა ი. ხალვაშმა ისაუბრა პროფესიული საგანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სწავლების ონლაინ რეჟიმში არსებულ გამოწვევებზე, არსებული ხარვეზებისა და მისი გასწორების შესაბამის აქტივობებზე. წარმოდგენილი იქნა სასწავლებლის SWOT ანალიზი, რომლის შემდეგ მოუწოდა სასწავლებლის პერსონალს გუნდური მუშაობის პრინციპით იქნას შემუშავებული სასწავლებლის 2021 წლის სამოქმედო გეგმა.
სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა მ. ხაბაძემ ისაუბრა გაწეული მუშაობის შესახებ, ყურადღება გაამახვილა სასწავლებელში ვერიფიკაციის პროცესის გაძლიერებაზე.
მენეჯერმა ი. ხალვაშმა პერსონალს გააცნო ის აქტუალური ინფორმაცია, რაც მოსმენილი იქნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან წლის შემაჯამებელ ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე. მათ შორის ცენტრალიზებულად შემუშავებული შეფასების ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რომელთა გამ ოყენებაც მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტთა შეფასების ხარისხს.
შეხვედრაზე პერსონალთა მხრიდან გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. მათი ინიციატივით დაიგეგმა 2021 წელს განსახორციელებელი აქტივობები.