10.01.2021

ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ადმინისტრაციული პერსონალისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა, სადაც  სასწავლებლის პერსონალის უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. გუნდური მუშაობის პრინციპით  შემუშავებული იქნა  სასწავლებლის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. შეხვედრაზე პერსონალთა მხრიდან გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. მათი ინიციატივით დაიგეგმა ახალი - 2021 წელს განსახორციელებელი აქტივობები.