20.02.2021

ონლაინ ღია მეცადინეობათა კვირეულის შეჯამების შედეგად სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩატრებულიყო ტრენინგი -ონლაინ სწავლებისას კომპიუტერული ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენება.
შესაბამისად, 19 თებერვალს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა ვახტანგ ტაკიძემ პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის ჩაატარა მორიგი ონლაინ-ტრენინგი, რომლის მიზანი იყო Zoom-ის პლატფორმის შესაძლებლობათა გაცნობა და მათი მიზნობრივად გამოყენება სწავლების პროცესში.