12.06.2021

                                                              სტუდენტური კონფერენცია - 2021
10-11 ივნისს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში ჩატარდა პროფესიულ სტუდენტთა კონფერენცია. საექთნო განათლებისა და ფარმაციის (სააფთიაქო) პროგრამების პროფესიული სტუდენტების მიერ წარმოდგენილი თემები სპეციალური კომისიის მიერ შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: თემის აქტუალურობა, მასალის ფლობა, ტერმონოლოგიის გამოყენება, თვალსაჩინოებების გამოყენება. პირველი ადგილი დაიმსახურა ფარმაციის პროგრამის სტუდენტების - მაია უშარიძისა და ნინო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილმა თემამ „უტილიზაცია - ნარჩენების მართვა“. მეორე ადგილი წილად ხვდა საკონფერენციო თემას „ინექციის გართულებები“, რომელიც მოამზადეს საეთნო განათლების სტუდენტებმა ელზა გორაძემ და ლონდა სალაძემ. მესამე ადგილზე გავიდა თემა „პასიფლორა და მისი ბიოლოგიური მნიშვნელობა“, რომელიც წარმოადგინა ფარმაციის პროგრამის სტუდენტებმა გურანდა ბოლქვაძემ და ინდირა სურმანიძემ. კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის სტუდენტებს გადაეცათ სიგელები, ხოლო გამარჯვებულ სტუდენტებს გარდა სიგელებისა გადაეცათ ფასიანი საჩუქრები. ასევე ფასიანი საჩუქრები გადაეცათ პროფესიული განათლების მასწავლებლებს: ციური გოგიტიძეს, თამილა შარაბიძეს, ნონა ემირიძეს და მანანა ხაბაძეს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკონფერენციო თემატიკის შერჩევასა და მომზადებაში.