13.10.2021

2021 წლის   12 ოქტომბერს გაიმართა ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის   სამსახურის სხდომა. სხდომას   უძღვებოდა სამსახურის   ხელმძღვანელი   მანანა ხაბაძე. განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. პროფესიულ სტუდენტთა სწავლის შედეგების მონიტორინგის ანალიზი და ახალი სასწავლო წლის ამოცანების შესახებ

                   მომხს. მანანა  ხაბაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

2. სტუდენტთა აკადემიური მოსწრების   დოკუმენტების წარმოების   მონიტორინგის   შედეგების შესახებ

   მომხს. ნანული ვაშაკიძე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელი.

3. 2021 - 2022 სასწავლო   წლისთვის სასწავლებლის სტრატეგიული   განვითარების საბჭოს მიერ განსახორციელებელ   ღონისძიებათა შესახებ.

         მომხს. გულნარა   ბასილაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

სხდომაზე   განხილულ იქნა ხარისხის უზრუნველყოფის   სამსახურის 2021 -2022 სასწავლო   წლის სამოქმედო გეგმა.