ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ფარმაცია (სააფთიაქო) სტუდენტების შეხვედრა სააფთიაქო ქსელის "გლუკოზა"-ს დირექტორ გიორგი სურმანიძესთან

დამსაქმებელმა "გლუკოზა"-ს დირექტორმა სტუდენტებს ესაუბრა ქსელის ორგანიზაციულ საკითხებზე, დასაქმების პერსპექტივებზე და "გლუკოზა"-ს ქსელის პერსპექტივებზე. მან აღნიშნა რომ ქსელში არის 5 ობიექტი და ბაზარზე არის 17 წელი. გამოირჩევიან მომხმარებელთან კომუნიკაციით და საუკეთესო მომსახურების ხარისხით. სტუდენტებმა დაუსვეს შეკითხვები, რომელთაც ამომწურავი პასუხი გასცა დირექტორმა, ასევე მან გამოთქვა სურვილი რომ კურსდამთავრებულებს სიამოვნებით მიიღებდნენ ქსელში სტაჟირებაზე დასაქმების პერსპექტივით.