წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე

წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში მრავალმხრივ ნიჭიერი, გამორჩეული პიროვნების, პროფესორ ბატონ ვლადიმერ მახარაძის წიგნის „ფარმაციის ისტორია აჭარაში“ პრეზენტაცია შედგა. ავტორმა ფართოდ მიმოიხილა წამალთმცოდნეობისა და ფარმაციის განვითარების ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. გაიმართა გულახდილი დიალოგი ფარმაციის დარგში არსებულ გამოწვევებზე. ფარმაციის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტთა დაინტერესება გამოიწვია თანამედროვე პირობებში ფარმაცევტთა როლისა და ადგილის მნიშვნელობაზე. ბატონმა ვლადიმერ მახარაძემ სტუდენტებთან დიალოგში ბევრ საჭირბოროტო საკითხს შეეხო და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა. ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელმა მანანა ხაბაძემ, დირექტორის მოადგილე გულნარა ბასილაძემ, კოლეგებმა წიგნის ავტორს მიულოცეს უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი წიგნის გამოცემა და უსურვეს შემდგომი წარმატებები.